ფეხბურთი

18:55 | 22.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

ინიესტა – ფეხბურთელი სტატისტიკის წინააღმდეგ

ანდრეს ინიესტამ ზუსტად 23-თვიანი შესვენების შემდეგ გაიტანა გოლი ესპანეთის ლა ლიგაში. 33 წლის ვარსკვლავმა “მალაგა”-“ბარსელონას” შეხვედრაში მიითვალა გოლი, მანამდე კი ტაბლოზე თავისი გვარი ბოლოს 2015 წლის 21 ნოემბერს დააწერინა, როცა “ბარსამ” მადრიდის “რეალს” გასვლაზე 4:0 აჯობა.

ეს რაც შეეხება ლა ლიგას, ჩემპიონთა ლიგაზე კი ანდრესმა “სელტიკთან” 7:0 მოგებულ თამაშში გაიტანა.

ასეთი ფეხბურთელია ინიესტა. გააქვს ცოტა, მაგრამ როგორი მნიშვნელობის!.. მისი ორი გოლი მთელ კარიერად ღირს. “ჩელსისთან” ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში და მეორეც, 2010 წლის მუნდიალის ფინალში ჰოლანდიასთან.

ინიესტა ის ფეხბურთელია, რომელიც ფეხბურთში სტატისტიკას არ ცნობს.

0.113417