კალათბურთი

13:59 | 22.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

"დიქსონის" 13 ქულა და "სტრასბურგის" მესამე გამარჯვება საფრანგეთის ჩემპიონატში

საფრანგეთის საკალათბურთო ჩემპიონატის მეექვსე ტურში "სტრასბურგმა" "იერ-ტულონი" შინ 90:60 დაამარცხა და მესამე გამარჯვება მოიპოვა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ნატურალიზირებულმა კალათბურთელმა მაიკლ დიქსონმა მოედანზე 28 წუთი დაჰყო, ამ ხნის განმავლობაში კი 13 ქულა ჩააგდო და 4 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

მასპინძელთა მხრიდან საუკეთესო დავიდ ლოგანი იყო, რომელმაც 23 ქულა, 3 მოხსნა და 4 გადაცემა მოაგროვა. "სტრასბურგის" მხრიდან" ორმაგი დუბლი ამერიკელმა დარიონ ატკინსმა შეასრულა (15ქ, 11მ.)

0.118603