ფეხბურთი

18:18 | 21.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

ბელგარიშვილი მეოთხე ჩემპიონობას მიუახლოვდა

ზაქარია ბეგლარიშვილის “ფლორა” ესტონეთის ჩემპიონობას მიუახლოვდა. “ფლორამ” გასვლაზე 7:0 სძლია “ნარვას” და ჩემპიონატის დასრულებამდე ორი ტურით ადრე, ოთხქულიანი ჰანდიკაპით ლიდერობს. ბეგლარიშვილს ამჯერად არ გაუტანია.

დიდი ალბათობით, ზაქარია მეოთხედ გახდება ესტონეთის ცემპიონი.

უკრაინის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე: დონეცკის “შახტარმა” გასვლაზე 2:0 მოუგო კიევის “დინამოს”. გიორგი არაბიძე სასტარტო შემადგენლობაში იყო და 80 წუთი ითამაშა. დონეცკელებმა ორივე გოლი არაბიძის გასვლის შემდეგ, ბოლო წუთებზე გაიტანეს.

შოთა არველაძის გაწვრთნილმა ტაშკენტის “ფახთაქორმა” სტუმრად 2:0 სძლია “ბუხოროს” და უზბეკეთის ჩემპიონატში მესამე ადგილზეა. შოთას გუნდი მეორეადგილოსანს სამი, ხოლო ლიდერს ათი ქულით ჩამორჩება. ლიდერი ტაშკენტის “ლოკომოტივის”, რომლის ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელია კახა მახარაძე.

0.118455