კალათბურთი

11:49 | 21.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

NBA - დღე მეოთხე

დღევანდელი დილა ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში ძალიან საინტერესო და დაძაბბული გამოდგა - ლიგაში ერთბაშად 10 თამაში შედგა და მათგან ნახევარი 5 ან ნაკლები ქულის სხვაობით დასრულდა. არ ყოფილა არც ერთი სამმაგი დუბლი და ოვერტაიმი, თუმცა იყო შეხვედრები, რომელიც უდიდეს ინტერესს იწვევდა.

პელიკანსი - უორიორზი 120:128

საუკეთესო წინა ხაზი საუკეთესო გუნდის წინააღმდეგ - აფიშა მართლაც დამაინტრიგებელი იყო და შეხვედრამ მოლოდინი ნამდვილად გაამართლა. პირველ მეოთხედში მასპინძლებმა მოქმედი ჩემპიონები გაანადგურეს - 8 სამქულიანით და 16 მოხსნით 39 ქულას მიაღწიეს, მეტოქეს კი მხოლოდ 26 ჩააგდებინეს.

თუმცა „გოლდენს“ აშკარად ეტყობოდა, რომ უდიდესი რესურსით თამაშობდა - დევისისა და ქაზინსის პირველივე წუთიდან ანთებული, მშიერი თვალები მეტოქეს ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლევდა და სხვაობა მეორე პერიოდის დასაწყისში კიდევ უფრო გაიზარდა. მაგრამ ორი ან სამი სუპერვარსკვლავი რომ ოკლენდელთა დასამარცხებლად საკმარისი არაა, ეს უკვე არაერთხელ დამტკიცდა და გამონაკლისი არც დღევანდელი შეხვედრა აღმოჩნდა. ჯერ დურანტმა აიწყვიტა მეორე მეოთხედში, შესვენების შემდეგ კი ჰოლიდეი და მისი თანაგუნდელები უკვე კარის ვერ აჩერებდნენ. ამას ტომპსონის 7 სამიანი და 31 ქულაც დაემატა და "გოლდენმა" მეტოქე მაინც დაჯაბნა. პირველი გამარჯვება მოპოვებულია და ვნახოთ, კიდევ რამდენი შეხვედრის მოგებას გადაწყვეტენ კარი და მისი მეგობრები.

ზაზა ფაჩულიამ 21 წუთი ითამაშა და ურიგოდ არ გარჯილა - 8 ქულა და 9 მოხსნა.

პელიკანსი

დევისი - 35 ქულა, 17 მოხსნა, 5 გადაცემა ქაზინსი - 35 ქულა,14 მოხსნა, 5 გადაცემა, 4 ჩაჭრა ჰოლიდეი - 13 ქულა, 6 მოხსნა კლარკი - 14 ქულა კროუფორდი - 13 ქულა, 7 მოხსნა

გოლდენ სტეიტი

დურანტი - 22 ქულა, 8 მოხსნა, 7 დაფარება გრინი - 10 ქულა, 5 მოხსნა, 9 გადაცემა ტომპსონი - 31 ქულა, 4 მოხსნა, 3 გადაცემა კარი - 28 ქულა, 3 მოხსნა, 8 გადაცემა ვესტი - 11 ქულა ზაზა - 8 ქულა, 9 მოხსნა, 1 ჩაჭრა

ფინიქსი - ლეიკერსი 130:132

ბოლო წლების ორი "აუტსაიდერი", რომლებიც, სავარაუდოდ, მაღალი მიზნებისთვის ვერც ამ სეზონში იბრძოლებენ. "ლეიკერსი" რაღაცას დაემსგავსა, "ფინიქსი" კი ისევ არეულია - ლიდერით, რომელიც აშკარად ვერ მოხვდა იქ, სადაც ისურვებდა. ბუკერმა მორიგი კარგი შეხვედრა ჩაატარა, მაგრამ ეს უოლტონის გუნდის დასამარცხებლად საკმარისი არ აღმოჩნდა. შეხვედრა პირველივე წუთიდან დაძაბული იყო და პიკს ბოლო წამებზე მიაღწია - "ლეიკერსი" 6 ქულით იგებდა და თითქოს ყველაფერი უკვე გადაწყვეტილი იყო, როდესაც მასპინძლებმა ჯერ სამქულიანი შეტევა განახორციელეს, შემდეგ ლოპესზე დაჯარიმდნენ, რომელმაც 2-დან მხოლოდ 1 საჯარიმო გამოიყენა და ბურთი "ფინიქსს" გადაეცა - 8-10 წამი და -4ქულა. ბურთი ბუკერმა მიიღო და წარმოუდგენელი სამიანიც ჩააგდო - 130:131. ახლა უკვე ინგრამი დადგა საჯარიმო ხაზზე და ლოპესის მსგავსად, 1 საჯარიმო მანაც გააფუჭა. 6 წამში მასპინძლებს შეხვედრის მოგებაც შეეძლოთ, მაგრამ აქცენტი ორქულიანზე გააკეთეს, მაგრამ უშედეგოდ. თუმცა "ლეიკერსის" მცველების უყურადღებობით უორენმა ისარგებლა, ბურთი მოხსნა, გამოუცდელ ლონზოსთან კონტაქტში შევიდა და ორი სროლის უფლებაც მიიღო - შანსი, რომ თამაში დამატებით დროში გადასულიყო. პირველი აცილებული სროლის შემდეგ, უორენმა მეორე საჯარიმო შეგნებულად ააცილა, ბურთიც თავადვე მოხსნა, მაგრამ ძალიან ცუდად ისროლა და დროც ამოიწურა - 130:132. ლონზო ბოლმა გუნდს პირველად მოაგებინა და საოცარი სტატისტიკაც ჰქონდა - 29 ქულა, 11 მოხსნა და 9 გადაცემა. თანაც, ბოლო წუთებზე თამაში თავის თავზე აიღო და ყველა შეტევა შედეგიანად დაასრულა. ეს ბიჭი ლიგის მომავალია და იმედია, იმედებს გაამართლებს.

ფინიქსი

ბლედსოუ - 28 ქულა; ბუკერი - 25 ქულა, 11 მოხსნა, 8 გადაცემა

უორენი - 24 ქულა, 8 მოხსნა, 4 გადაცემა

ჯექსონი - 12 ქულა

ჩენდლერი - 13 ქულა, 19 მოხსნა

ჯეიმსი - 13ქულა

ლეიკერსი

ბოლი - 29 ქულა, 11 მოხსნა, 9 გადაცემა

ინგრამი - 25 ქულა

ნენსი - 14 ქულა, 6 მოხსნა

ლოპესი - 19 ქულა, 11 მოხსნა

კლარკსონი - 17 ქულა

კუზმა - 15 ქულა, 3 მოხსნა

მილუოკი - კლივლენდი 97:116

მილუოკი

ბროგდონი - 16 ქულა

ანტეტოკუმპო - 34 ქულა, 8 მოხსნა, 8 გადაცემა, 3 ჩაჭრა

კლივლენდი

როუზი - 12 ქულა

ჯეიმსი - 24 ქულა, 5 მოხსნა, 8 გადაცემა

კრაუდერი - 14 ქულა, 4 მოხსნა

ლავი - 17 ქულა, 12 მოხსნა, 6 გადაცემა

გრინი - 10 ქულა

კორვერი - 17 ქულა, 3 მოხსნა

ბრუკლინი - ორლანდო 126:121

ბრუკლინი

რასელი - 17 ქულა, 3 მოხსნა, 6 გადაცემა, 3 ჩაჭრა

ქეროლი - 17 ქულა, 8 მოხსნა

ჰოლის-ჯეფერსონი - 15 ქულა, 4 მოხსნა, 3 ჩაჭრა, 3 დაფარება

ბუკერი - 17 ქულა, 11 მოხსნა

დინვიდი - 16 ქულა, 5 მოხსნა, 5 გადაცემა

ჰარისი - 10ქულა

ორლანდო

როსი -11 ქულა, 6მოხსნა

ფურნიე - 22 ქულა, 9 მოხსნა, 5 გადაცემა

ვუჩევიჩი - 41 ქულა, 12 მოხსნა, 3 გადაცემა

სიმონსი - 10 ქულა

ოგუსტინი - 10 ქულა, 5 გადაცემა

მინესოტა - იუტა 100:97

მინესოტა

ტიგი - 10 ქულა, 4 გადაცემა

ბატლერი - 13 ქულა, 7 მოხსნა, 3 გადაცემა, 5 ჩაჭრა

ვიგინსი - 21 ქულა, 5 მოხსნა

თაუნსი - 20 ქულა, 10 მოხსნა

ბიელიცა - 10 ქულა, 5 მოხსნა

კროუფორდი - 17 ქულა

იუტა

რუბიო - 19 ქულა, 5 მოხსნა, 10 გადაცემა

ჰუდი - 20 ქულა, 4 გადაცემა

ინგლესი - 14 ქულა, 3 მოხსნა, 3 გადაცემა

ფეივორსი - 16 ქულა, 4: მოხსნა, 3 გადაცემა

გობერი - 10 ქულა, 13 მოხსნა

დალასი - საკრამენტო 88:93

დალასი

ბარეა - 9 ქულა, 10 გადაცემა

ბარნსი - 24 ქულა, 4 მოხსნა

ნოვიცკი - 10 ქულა, 9 მოხსნა

ფერელი - 14 ქულა, 4 მოხსნა

ფინი-სმიტი - 14 ქულა

საკრამენტო

ჰილი - 25 ქულა, 5 მოხსნა

ჰილდი - 13 ქულა, 6 მოხსნა, 3 გადაცემა

რენდოლფი - 13 ქულა, 6 მოხსნა

კოლი-სტაინი - 10 ქულა, 11 მოხსნა

ფოქსი - 9 ქულა, 6 მოხსნა, 10 გადაცემა

ვაშინგტონი - დეტროიტი 115:111

ვაშინტონი

ვოლი - 26 ქულა, 3 მოხსნა, 10 გადაცემა

ბილი - 25 ქულა, 4 მოხსნა, 4 გადაცემა, 3 დაფარება

პორტერი - 28 ქულა, 9 მოხსნა, 3 გადაცემა, 4 ჩაჭრა

გორტატი - 10 ქულა, 9 მოხსნა

დეტროიტი

ჯექსონი - 21 ქულა, 4 მოხსნა, 5 გადაცემა, 5 ჩაჭრა

ბრედლი - 18 ქულა

ჯონსონი - 10 ქულა, 3 მოხსნა

ჰარისი - 15 ქულა, 3 მოხსნა

დრამონდი - 9 ქულა, 12 მოხსნა

ლუერი - 10 ქულა

სმიტი - 12 ქულა, 3 მოხსნა, 3 გადაცემა

კენარდი - 11 ქულა

ფილადელფია - ბოსტონი 92:102

ფილადელფია

სიმონსი - 11 ქულა, 11 მოხსნა, 5 გადაცემა

ბეილისი - 18 ქულა

რედიკი - 19 ქულა, 4 გადაცემა

კოვინგტონი - 12 ქულა

ემბიდი - 11 ქულა, 14 მოხსნა, 3 გადაცემა

სარიჩი - 9 ქულა, 10 მოხსნა

ბოსტონი

ირვინგი - 21 ქულა, 6 მოხსნა, 4 გადაცემა

ტატუმი - 15 ქულა, 8 მოხსნა, 3 დაფარება

ჰორფორდი - 17 ქულა, 9 მოხსნა, 3 გადაცემა

ბეინსი - 10 ქულა, 8 მოხსნა

როზიე - 14 ქულა, 7 მოხსნა

ლარკინი - 10 ქულა, 4 გადაცემა

ინდიანა - პორტლენდი 96:114

ინდიანა

კოლისონი - 14 ქულა, 4 მოხსნა, 4 გადაცემა

ოლადიპო - 17 ქულა, 6 მოხსნა

ბოგდანოვიჩი - 11 ქულა, 4 მოხსნა

ლიფი - 17 ქულა, 4 მოხსნა

პორტლენდი

ლილარდი - 18 ქულა, 7 მოხსნა, 7 გადაცემა

მაკალუმი - 28 ქულა, 7 მოხსნა

ამინუ - 16 ქულა, 16 მოხსნა

ნურკიჩი - 11 ქულა, 3 გადაცემა

ტერნერი - 17 ქულა, 3 გადაცემა

შარლოტი - ატლანტა 109:91

შარლოტი

უოკერი - 26 ქულა, 4 მოხსნა, 9 გადაცემა

ლემბი - 15 ქულა, 5 მოხსნა

ჰოვარდი - 20 ქულა, 15 მოხსნა

კამინსკი - 21 ქულა, 6 მოხსნა, 3 გადაცემა

ატლანტა

შროდერი - 25 ქულა, 3 მოხსნა, 5 გადაცემა

ბეიზმორი - 11 ქულა, 3 ჩაჭრა

დედმონი - 11 ქულა, 7 მოხსნა

პრინსი - 15 ქულა, 6 მოხსნა

თეგებიNBA
0.111269