კალათბურთი

14:22 | 21.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

საქართელოს 15-წლამდელთა ნაკრებმა უკრაინასთან ოვერტაიმში წააგო

ესტონურ ქალაქ ვინიში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდული ლიგის პირველ წრეში საქართველოს 15-წლამდელთა ნაკრებმა მეორე მატჩიც ბრძოლაში წააგო. შეგახსენებთ, რომ ალექსი ჯაფარიძისა და დიმიტრი ჟაკობოვის გაწვრთნილმა ქართველებმა პირელი შეხვედრა ლატვიურ „რიგასთან“ 46:50 წააგეს, მეორე მატჩში კი უკრაინის ნაკრებს შეხვდნენ და დამატებით დროში - 53:60 დამარცხდნენ.

საქართველოს ნაკრები მეოთხე პერიოდის წინ 10 ქულას იგებდა, თუმცა დასკვნით 8-წუთეულში (ევროპის ლიგაში პერიოდები 8-წუთიანია) 5:15 წააგო და შეხვედრა დამატებით დროში გადავიდა, სადაც უკრაინელებმა იძალეს.

საქართველოს ნაკრებში 12 ქულით ბომბარდირი გახდა შალვა ჭეიშვილი 10-10 ქულა ლუკა ლიკლიკაძისა და ლაშა მესხის ანგარიშზეა. საქართველოს ნაკრები 21 ოქტომბერს 2 შეხვედრას ჩაატარებს: თბილისის დროით 11:20 საათზე პოლონურ „პომერანიასთან“ შეხვედრა დაიწყება, ხოლო 16:00-ზე - ბელარუსულ „ცმოკი-მინსკთან“.

საქართელო - უკრაინა 53:60

http://gbf.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111894