ფეხბურთი

13:05 | 21.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

ფაბრიციო მიკოლი დააპატიმრეს

ახლო წარსულში ცნობილ იტალიელ ფეხბურთელ ფაბრიციო მიკოლის, 3.5 წლით პატიმრობა მიესაჯა. საქმე ისაა, რომ ვეტერან ფეხბურთელს ფულის ძალადობრივი გზით დაბრუნებაში ედებოდა ბრალი, რომელიც დაუმტკიცდა.

კერძოდ, 2010 წელს, როდესაც მიკოლი “პალერმოში” თამაშობდა, 20 ათასი ევრო გაასესხა, რომელიც შემდეგ არ დაუბრუნდა. მიკოლიმ საქმეში სიციალიური მაფიის წევრი მაურო ლაურიჩელე ჩართო და მასთან ერთად მუქარის საფუძველზე შეძლო ვალის დაბრუნება. სასამართლომ კი, ფაბრიციოსა და მის მოკავშირეს მკაცრი სასჯელი გამოუტანა.

ფაბრიციო მიკოლის სხვა და სხვა დროს “კაზარანოს”, “ტერნანას”, “პერუჯას”, “იუვენტუსის”, “ფიორენტინას”, “ბენფიკას”, “პალერმოს”, “ლეჩესა” და მალტური “ბირკირკარას” ღირსება დაუცავს.

2003-2004 წლებში კი, იტალიის ნაკრების მაისურით 10 თამაში ჩაატარა და 2 გოლის გატანაც მოახერხა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114562