კალათბურთი

10:50 | 21.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

შერმადინის ხუთიანები ევროლიგაში

ევროლიგის მეორე ტურში წარუმატებლად ითამაშა მალაგას “უნიკახამ”. გიორგი შერმადინის გუნდი ათენში, “ოლიმპიაკოსთან” დამარცხდა – 75:80.

შეხვედრა ასეთი დაძაბული არ ყოფილა: ბერძნები მთელი თამაში ლიდერობდნენ და სტუმრებმა მხოლოდ დასკვნით მეოთხედში შეძლეს ანგარიშის შემცირება. რაც შეეხება გიორგის – ჩვენებური სასტარტო ხუთეულში იყო და პარკეტზე 15:19 წუთი გაატარა.

ხსენებულ დროში შერმადინმა ყოფილი გუნდის წინააღმდეგ 5 ქულა, 5 მოხსნა (2 შეტევაში) და 1 პასი შესძინა საკუთარ გუნდს. გიორგიმ ხუთიდან სამი საჯარიმო და ოთხიდან ერთი ორქულიანი ჩააგდო.

“უნიკახას” ორი ტურის თავზე მოგების წილ წაგებაც აქვს. ანდალუზიელები ევროლიგაში მომდევნო შეხვედრას 25 ოქტომბერს, გერმანული “ბამბერგის” წინააღმდეგ ჩაატარებენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.127155