ფეხბურთი

0:45 | 21.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

“დორტმუნდმა” ბურკს გაუხანგრძლივა

“დორტმუნდმა” ძირითად მეკარეს რომან ბურკს ხელშეკრულება გაუხანგრძლივა. “ყვითლების” ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, 26 წლის კიპერი “სიგნალ იდუნა პარკზე” 2021 წლის 30 ივნისამდე ითამაშებს.

შვეიცარიელი მეკარე “დორტმუნდს” 2015 წელს “ფრაიბურგიდან” 3.5 მილიონ ევროდ შეუერთდა. რომანმა ამ დროის განმალობაში გერმანული კლუბის კარი 95-ჯერ დაიცვა. მან მიმდინარე სეზონში 13 შეხვედრის ჩატარება მოასწრო და 14 გოლი გაუშვა.

0.111813