ფეხბურთი

22:34 | 20.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

“ვოლფსბურგის” კრიზისიდან გამოყვანის უცნაური გზა

გერმანული “ვოლფსბურგი” ბუნდესლიგაში წარმატებით ვერ თამაშობს, ხოლო მთავარი მწვრთნელი მარტინ შმიდტი გამოსავალს კბილების გახეხვაში ხედავს. როგორც გამოცდილმა სპეციალისტმა თქვა, ამ ხერხით ფეხბურთელები ფიზიკურ ძალას მალევე აღიდგენენ.

“კბილების გამოხეხვა პირის ღრუში მჟავიანობას ქმნის და კარგი იქნება თუ ფეხბურთელები ყოველი მატჩის დასრულებისთანავე კბილებს გამოიხეხავენ. ასე მათი ფიზიკური ენერგიაც უფრო მალე აღდგება”, - თქვა შმიდტმა.

აღნიშნულ კომენტარს სოციალურ ქსელში არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა – უმეტესად კი, ირონიული კომენტარები.

მარტინ შმიდტმა “ვოლფსბურგი” 18 სექტემბერს ჩაიბარა და მას შემდეგ “მგლებს” თამაში არ მოუგიათ. 4 მატჩი და 4 ფრე.

0.11484