ფეხბურთი

17:35 | 20.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონთა ლიგაზე ყველას სალაჰმა აჯობა

ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურის საუკეთესო ფეხბურთელი მოჰამედ სალაჰი გახდა. “ლივერპულის” ფეხბურთელმა ყველაზე მეტი ხმა მიიღო – 51%. ეგვიპტელმა კონკურენტებს დიდი უპირატესობით აჯობა.

სალაჰმა “მარიბორთან” (7:0) შეხვედრაში დუბლი შეასრულა და საგოლე პასიც ჩაიწერა აქტივში.

მეორე პოზიციაზე 33%-ით “ბეშიქთაშის” თავდამსხმელი ჯენკ ტოსუნი გავიდა, რომელმაც ასევე ორი გოლი გაიტანა “მონაკოს” კარში.

კიდევ ერთი დუბლის ავტორი ქვინსი პრომესი მესამე პოზიციას დასჯერდა – 7%.

მოჰამედ სალაჰი (“ლივერპული”) – 51%

ჯენკ ტოსუნი (“ბეშიქთაში”) – 33%

ქვინსი პრომესი (“სპარტაკი”) – 7%

ლიონელ მესი (“ბარსელონა”) – 4%

მარკუს რაშფორდი (“მანჩესტერი”) – 2%

კრიშტინუ რონალდუ (“რეალი”) – 2%

ედენ აზარი (“ჩელსი”) – 1%

ნეიმარი (პსჟ) – 1%

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110533