ფეხბურთი

16:46 | 20.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

საფეხბურთო ჩემპიონატების რეიტინგი: სერია A ბუნდესლიგასთან უპირატესობას ზრდის

უეფა-ს ქვეყნების საფეხბურთო ჩემპიონატების რეიტინგი განახლდა. ჩემპიონთა ლიგისა და ევროპა ლიგის მესამე ტურის შემდეგ პირველ ათეულში ერთადერთი ცვლილება მოხდა: უკრაინის პრემიერლიგამ ბელგიის იუპერ ლიგა უკან მოიტოვა.

დანარჩენი, ყველაფერი უცვლელი დარჩა – ერთი ეგაა, იტალიის სერია A-მ გერმანიის ბუნდესლიგასთან გასულ ტურში მოპოვებული უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა. ეს ლოგიკურიც იყო – მაგალითად იტალიური გუნდების მონაგარი ამ კვირაში ასეთი აღმოჩნდა: 3 მოგება, 2 ფრე და 1 წაგება. საპასუხოდ კი, ბუნდესლიგის კლუბები შემდეგნაირად გამოირჩნენ: 3 მოგება, 1 ფრე, 2 წაგება.

შეგახსენებთ, სერია A-მ ბუნდესლიგა ხანგრძლივი პაუზის მერე ორი კვირის წინ ჩამოიტოვა უკან. საერთოდ, მიმდინარე სეზონში გერმანული გუნდები ცუდად თამაშობენ. მაგალითად, “დორტმუდნმა” სამ ტურში ოდენ კინკილა ქულა დააგროვა, ხოლო ევროპა ლიგაზე “ჰერტა” და “კიოლნი” თავიანთ ქვეჯგუფებში უიმედოდ ბოლო პოზიციებზე იმყოფებიან.

რაც შეეხება ლიდერს – ლიდერი ესპანური ლა ლიგაა, თანაც ძალიან ძალიან დამაჯერებლად. მეორე პოზიციაზე ინგლსის პრემიერლიგა იმყოფება, თუმცა ალბიონელებს პირინელებთან დაწევაზე მეტად კალჩოსთან ჭიდილი უწევთ მეორე ადგილის შენარჩუნებისთვის.

და, რა თქმა უნდა, საქართველოს ეროვნული ლიგაც უნდა ვახსენოთ: ჩვენი ქვეყნის საფეხბურთო ჩემპიონატი ისევ 45-ე ადგილზეა (5.000 ქულით) და შემდეგ ქვეყნებს უსწრებს: სომხეთი, მალტა, ლუქსემბურგი, ჩრდ. ირლანდია, უელსი, ფარერები, გიბრალტარი, ანდორა, სან მარინო და კოსოვო.

აქვე, საუკეთესო ათეული:

1. ლა ლიგა (ესპანეთი) – 93.998 ქულა

2. პრემიერლიგია (ინგლისი) – 67.891

3. სერია A (იტალია) – 66.249

4. ბუნდესლიგა (გერმანია) – 64.249

5. ლიგა 1 (საფრანგეთი) – 50.248

6. პრემიერლიგა (რუსეთი) – 47.382

7. პრიმეირა ლიგა (პორტუგალია) – 42.248

8. პრემიერლიგა (უკრაინა) – 37.533

9. იუპერ ლიგა (ბელგია) – 37.300

10. სუპერლიგა (თურქეთი) – 32.400

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.140293