კალათბურთი

21:43 | 20.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

ოლიმპიურმა სასახლემ 3x3 კალათბურთის ახალგაზრდულ ტურნირს უმასპინძლა

საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ორგანიზებით 19 ოქტომბერს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 3X3 საკალათბურთო ტურნირი ჩატარდა. Tbilisi Fall 2017-ში ასაკობრივი ცენზი 18 წელი იყო და ტურნირში ყველა იმ ახალგაზრდამ მოიყარა თავი, რომელიც 18-წლამდელთა 3X3 კალათბურთელთა ნაკრების კანდიდატად განიხილება.

ტურნირში 8 გუნდმა მიიღო მონაწილეობა, რომლებიც 2 ჯგუფში გადანაწილდნენ. 1 წრის შემდეგ გუნდებმა ჯგუფში ადგილები გაინაწილეს და მეოთხედფინალში ჯვარედინი სისტემით განლაგდნენ: A1 – B4, B1 – A4, A2 – B3, B2 – A3.

პლეი ოფში დიდი ბრძოლები გადაიტანა მომავალმა ჩემპიონმა „კუთხის მარკეტმა“, რომელმაც ნახევარფინალში BigZ-ს 21:19 სძლია, ხოლო ფინალში 1 ქულით - 21:20 დაამარცხა გუნდი Brodies.

გარდა იმისა, რომ ტურნირი მოგებისთთვის დაწესებული თასი ჩაიბარეს, გამარჯვებულებმა 3X3 მსოფლიო რეიტინგში დამატებითი ქულები მიიღეს. პრიზიორები საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის 3X3 კალათბურთის განყოფილების ხელმძღვანელმა გიგა გურგენიძემ დააჯილდოვა.

superleague.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118956