თამაშგარე

21:15 | 20.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

ვან პერსის ცოლის დაღმავალი კარიერა

როდესაც ვეტერენი ნიდერლანდელი ფეხბურთელი, რობინ ვან პერსი სათამაშოდ ოსმალეთში გადაბარგდა, მხოლოდ ფეხბურთის ქომაგებს არ დაუწყიათ წუწუნი - ეს რა კაცი მოაკლდა დიდ ფეხბურთსო. ვან პერსის ამ ნაბიჯმა საპოდიუმე საქმის ხალხიც გვარიანად შეაშფოთა.

საქმე იმაშია, რიომ რობინის მეუღლე, ბუჩრა ვან პერსი ევროპაში საკმაოდ ცნობილი მოდელია და მაშინ როდესაც თურქეთის ლამაზმანობა ევროპაში წასვლაზე და იქ წარმატების მიღწევაზე ოცნებობს, ქალბატონი ვან პერსის კარიერა პირიქით - თურქეთში გაგრძელდა, რაც ამ პროფესიაში მაინცდამაინც საამო პერსექტივა არ უნდა იყოს.

სხვათა შორის ბუჩრა ვან პერსი ჟურნალისტებთან საუბარში უკვე წუწუნებს - ევროპის ფეშენ-ვიკებზე ადრინდელისთანა ინტენსივობით ვეღარ დავდივარ და რობინს გაუხმეს თავი, ჩემი სტამბოლში წამობლაყუნებისთვისო. ხომ იცით - ამ ცხოვრებაში ყველას თავისი საზომი და არშინი აქვს...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11322