კალათბურთი

14:51 | 20.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

"დელტა" - რუსთავში წაგების დადებითი ეპიზოდები

"დელტა" სუპერლიგის მეორე ტურში რუსთავში 78:96 აგებს.

ზვიად ანთაძე ("დელტა", კაპიტანი): "წაგება ყოველთვის უსიამოვნოა, მაგრამ არის პოზიტივიც. გუნდმა სადღაც მოუმატა, სადღაც მოუმატებს და მჯერა, რომ ჩვენ სწორი მიმართულებით მივდივართ. "რუსთავს" ვულოცავ გამარჯვებას და ვეცდებით, მესამე ტურში უფრო აკურატულად ვითამაშოთ დაცვაში და მწვრთნელის ყველა დავალება შევასრულოთ." გუნდი საკუთარ შეცდომებზე სწავლობს და გუნდმა იცის, რომ ეს ხანგრძლივი და რთული გზის დასაწყისია. რუსთავში, კარგად დაბალანსებულ, გამოცდილი მოთამაშეებით დაკომპლექტებულ გუნდთან წაგება არ არის მძიმე. "დელტას" შემადგენლობაში აქვს დებიუტი ჯიმ ბონდუმელს. 5 ქულა, 3 მოხსნა, 2 პასი და გუნდის კანადელი ფორვარდი მოუმატებს. "დელტას" ამერიკელმა გამთამაშებელმა ნიკოლას ნილმა 20 ქულა აიღო და იდეალურად შეასრულა სროლები (7/7 თამაშიდან და 6/6 - საჯარიმოები). "დელტას" ამერიკელმა ფორვარდმა დეანდრე რეიმ 18 ქულა, 10 მოხსნა (6 - შეტევაში) დააგროვა. კარგი ორმაგი დუბლი. ზვიად ანთაძე - 17 ქულა და აგრესიული თამაში. ეპიზოდურად, "დელტას" სხვა მოთამაშეებიც კარგად ასრულებდნენ მწვრთნელის დავალებას და ძირითადის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე სხვაობა 11 ქულამდე შემცირდა. "დელტამ" შეტევაში 14 მოხსნა აკრიფა. კარგი შედეგი. იყო უფრო მეტი შეცდომა, ვიდრე პასი (21:16) და ეს ცუდია. არის სამუშაო დაცვაში და ეს გამოსწორდება.

"დელტას" პრესსამსახური

0.147933