ფეხბურთი

11:24 | 20.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

ბათუმში უეფას IV კატეგორიის სტადიონის ასაშენებლად ტენდერი გამოცხადდა

ქალაქ ბათუმში, 20 000 მაყურებელზე გათვლილი უეფას IV კატეგორიის საფეხბურთო სტადიონის ასაშენებლად ტენდერი გამოცხადდა.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, წინადადებების მიღება 16 ნოემბერს დაიწყება და 21 ნოემბერს, 16:30 საათზე დასრულდება.

შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 101,7 მილიონ ლარს შეადგენს (დღგ-ს გარეშე).

სამშენებლო სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 34 თვეში უნდა დასრულდეს. საფეხბურთო სტადიონი ბათუმში, ყოფილი მანქანათმშენებელი ქარხნის ტერიტორიაზე აშენდება.

შეგახსენებთ, რომ უეფა სტადიონებს I, II, III, IV კატეგორიებად ახარისხებს. ამჟამად საქართველოში უეფას კრიტერიუმებით უმაღლესი, IV კატეგორიის მხოლოდ ერთი სტადიონია - “დინამო არენა”.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112956