ფეხბურთი

16:54 | 19.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

ბენ არფას ინგლისში დაბრუნება მოუნდა

“პარი სენ ჟერმენის” ნახევარმცველი ჰატემ ბენ არფა მომავალი სეზონიდან კარიერის გაგრძელებას ინგლისის ჩემპიონატში განიხილავს, სადაც ის ადრეც თამაშობდა “ჰალ სიტისა” და “ნიუკასლის” რიგებში, თუმცა კონკრეტული კლუბებისგან მას შეთავაზება არ მიუღია და ჯერ კიდევ მოლოდინის პროცესშია.

პარიზული კლუბი მზადაა, 30 წლის მოთამაშე სეზონის ბოლოს უფასოდ გაუშვას, რადგან მას აღნიშნულ დროს კონტრაქტიც ეწურება.

ნახევარმცველი გასულ წელს პსჟ-ში “ნიცადან” თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა, მაგრამ მწვრთნელთან კონფლიქტის გამო მოედანზე იშვიათად ჩნდება და ძირითადან სარეზერვო გუნდში უწევს თამაში.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112885