კალათბურთი

11:23 | 19.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

მარკოიშვილის 7 ქულა და გამარჯვება "გალათასარაისთან"

მანუჩარ მარკოიშვილის „რეჯიო ემილია“ მიმდინარე სეზონში პირველი გამარჯვება ევროტურნირზე მოიპოვა. ემილიელები იტალიის სერია A-ში მოუგებლად არიან, გამარჯვების გემო კი პირველად ევროთასზე გაიგეს.

„რეჯიო ემილიამ“ თურქულ „გალათასარაის“ უმასპინძლა და მეტოქე დაძაბულ ბრძოლაში - 74:71 დაამარცხა. მარკოიშვილი სასტარტო ხუთეულში იყო და 24:48 წუთში 7 ქულა, 1 მოხსნა და 2 პასი მოაგროვა. ქართველმა კალათბურთელმა 4-დან 2 ორქულიანი და 3-დან 1 სამქულიანი ჩააგდო, 4 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი ერთხელ დაჯარიმდნენ.

იტალიური გუნდის რიგებში იტალიელი ამედეო დელა ვალე (27 ქულა, 5 პასი) და ამერიკელი ჯეილენ რეინოლდსი (23 ქულა, 14 მოხსნა) გამოირჩნენ.

“რეჯიო ემილია” ევროთასის ჯგუფში მე-3 ადგილზე იმყოფება. მარკოიშვილს და მის თანაგუნდელებს მომდევნო შეხვედრა 25 ოქტომბერს, ლიტვაში, პანევეჟისის “ლიეტკაბელისთან” ელით.

gbf.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11261