ფეხბურთი

23:59 | 18.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

“იუნაიტედი” “ესპანიოლის” მცველს აკვირდება

“ესპანიოლის” მარცხენა მცველს აარონ მარტინ კარისოლის “მანჩესტერ იუნაიტედი” აკვირდება – იუწყება ცნობილი გამოცემა ESPN.

ზემოხსენებული წყაროს ცნობით, “წითელი ეშმაკების” სკაუტები 20 წლის ფეხბურთელის თამაშს, თვალ-ყურს აქტიურად ადევნებენ და შესაძლოა, ზამთრის სატრანსფერო პერიოდში “ესპანიოლს” საქმიანი წინადადებით მიმართონ.

ცნობისთვის, კარისოლის “ესპანიოლთან” მოქმედი კონტრაქტი 2022 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს. მან მიმდინარე სეზონში კატალონიური კლუბის რიგებში 8 შეხვედრის ჩატარება მოასწრო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115424