ძიუდო

18:09 | 18.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

პაპინაშვილი ფინალშია, ნინიაშვილი – რეპეშაჟის ფინალში

55 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში მოჭიდავე ქართველმა ძიუდოისტებმა ჯაბა პაპინაშვილმა და ვანო ნინიაშვილმა ზაგრებში დღეს დაწყებულ მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ფინალური ბლოკის საგზურები მოიპოვეს.

პაპინაშვილმა დილის პროგრამა წაუგებლად ჩაამთავრა და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულს ერთადერთი გამარჯვება აშორებს. ფინალში მისი მეტოქე აზერბაიჯანელი ნათიგ გურბანლი იქნება.

ვანო ნინიაშვილი ძირითად ბადეში ნახევარფინალამდე მივიდა. იქ კი სწორედ გურბანლისთან წააგო და რეპეშაჟის ფინალში გადაერთო, სადაც მონღოლ უნუბოლდ ლხაგვაჯამცს დაუპირისპირდება.

დღესვე, ხორვატიულ ტატამზე მსოფლიოს სამეულები ვაჟთა შორის 60 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში და გოგონებში 44 და 48 კილოგრამებში შეივსება. ამ წონებში საქართველოს ნაკრებს მონაწილე არ ჰყავდა.

ფინალური ბლოკის შეხვედრები თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120632