ფეხბურთი

22:15 | 18.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

უეფას მწვრთნელთა განათლების „A“ და „B“ ლიცენზიის REFRESH კურსზე რეგისტრაცია დაიწყო

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მწვრთნელთა განათლების განყოფილება უეფას მწვრთნელთა „A“ და „B“ ლიცენზიის მფლობელთათვის მორიგ REFRESH კურსს გეგმავს.

კურსი, რომელიც მიმდინარე წლის ბოლოს გაიმართება, ორდღიან სწავლებას მოიცავს და მისი მიზანი გაცემული ლიცენზიების მოქმედების ვადის გაგრძელებაა.

REFRESH კურსზე მონაწილეობის მსურველი მწვრთნელები შემდეგ ბმულზე უნდა დარეგისტრირდნენ ან მიმართოn სფფ-ის მწვრთნელთა განათლების განყოფილებას ელექტრონულ მისამართზე - ce@gff.ge.

gff.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.101621