ფეხბურთი

16:31 | 18.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

მშრალად დაცული კარი ჩემპიონთა ლიგაზე
TOP 10

უეფას ჩემპიონთა ლიგის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირების შესახებ არაერთხელ თქმულა და დაწერილა. თუმცა, ძალზე იშვიათად, რომ თავდამსხმელებისგან განსხვავებით, მეკარეების მონაცემები გაცნობოდა ფართო საზოგადოებას.

ახლა სწორედ, კარის დარაჯების შესახებ გიამბობთ. კერძოდ, უეფას ჩემპიონთა ლიგაზე მშრალად ჩატარებული მატჩების თაობაზე. ამ მხრივ ლიდერი იკერ კასილიასია. ეს არცაა გასაკვირი – სხვა თუ არაფერი, “პორტუს” კიპერს ჩემპიონთა ლიგაზე ვიზავებთან შედარებით გაცილებით მეტჯერ აქვს ნათამაშები.

ესპანელმა 166 მატჩში 57-ჯერ მოახერხა საკუთარი კარის ხელუხლებლად შენახვა. კასილიასის მაჩვენებელი იმდენად შთამბეჭდავია, რომ ძნელად სავარაუდოა ახლო მომავალში ვინმე დაემუქროს რეკორდს. სამაგიეროდ, მეორე-მეოთხე ადგილებს შორის მცირე სხვაობაა. ჯანლუიჯი ბუფონს შანსი აქვს უკვე მიმდინარე სეზონში შეძლოს ედვინ ვან დერ საარისა და პეტერ ჩეხის გადასწრება.

აქვე, წარმოგიდგენთ საუკეთესო ათეულს ჩემპიონთა ლიგაზე მშრალად ჩატარებული მატჩების მიხედვით:

იკერი კასილიასი – 166 თამაში, 57 მშრალი მატჩი

ედვინ ვან დერ საარი – 98 თამაში, 51 მშრალი მატჩი

პეტერ ჩეხი – 111 თამაში, 49 მშრალი მატჩი

ჯანლუიჯი ბუფონი – 110 თამაში, 47 მშრალი მატჩი

ვიქტორ ვალდესი – 106 თამაში, 45 მშრალი მატჩი

ნელსონ დიდა – 72 თამაში, 34 მშრალი მატჩი

მანუელ ნოიერი – 92 თამაში, 34 მშრალი მატჩი

ოლივერ კანი – 103 თამაში, 34 მშრალი მატჩი

ვიტორ ბაია – 70 თამაში, 31 მშრალი მატჩი

სანტიაგო კანისარესი – 65 თამაში, 28 მშრალი მატჩი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111764