კალათბურთი

17:45 | 18.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

შიო ხეცურიანის კომენტარი სპორტულ ჟურნალისტებთან შეხვედრაზე

შიო ხეცურიანი, წინაასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, სპორტულ ჟურნალისტებს შეხვდა. კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატმა სპორტული მასმედიის წარმომადგენლებს კალათბურთის განვითარების 10-წლიანი პროგრამა გააცნო.

საინტერესო შეხვედრამ ჩვეულებრივზე დიდხანს გასტანა და ორმხრივ დისკუსიებში ჩაიარა.

შიო ხეცურიანი: „ჟურნალისტებთან ძალიან კარგი და საინტერესო შეხვედრა გამოვიდა. ბევრი კითხვა დაისვა და ვეცადეთ, მაქსიმალურად ამომწურავად გვეპასუხა. ჩვენთვის ასეთი შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია განვითარების სტრატეგიის დახვეწის მიზნით.“

მიხეილ აბაიშვილი (საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის პრეზიდენტი): „ეს შეხვედრა ძალიან საინტერესო და სასარგებლო იყო. თავისთავად, ის ფაქტი, რომ ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატისთვის საინტერესოა სპორტული მედიის აზრი და საკუთარ სამოქმედო პროგრამას აცნობს ჟურნალისტებს, ძალიან სწორი და გამართლებულია. ბევრ საკითხთან მიმართებაში, შიო ხეცურიანის ხედვა პროგრესული და ნოვატორულია. ვიმედოვნებ, რომ სხვა კანდიდატებიც გამართავენ მსგავსი ფორმატის შეხვედრებს და საკალათბურთო საზოგადოება სწორ არჩევანს გააკეთებს.“

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.150576