ფეხბურთი

15:19 | 18.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუმ რაულს გადაასწრო

მადრიდის “რეალის” ფორვარდ კრიშტიანუ რონალდუსთვის “ტოტენჰემთან” გამართული შეხვედრა (1:1) ჩემპიონთა ლიგაზე 143-ე გამოდგა, რითაც პორტუგალიელმა ვარსკვლავმა “სამეფო კლუბის” ლეგენდას, რაულს გადაასწრო, რომელსაც ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე 142 შეხვედრა ჩაუტარებია.

რონალდუ ამ მაჩვენებლით მესამე ადგილზე გადავიდა. მეორე პოზიციას ჩავი ერნანდესი (151) იკავებს, პირველ ადგილზე 166 მატჩით იკერ კასილასია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110483