თამაშგარე

13:52 | 18.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

შარაპოვამ, ფოტოგადაღებებისთვის აღარ მცხელაო...

ჩოგბურთის მოყვარულებს მშვენივრად მოგეხსენებათ, რომ თეთრყირმიზა რუსმა მეჩოგნემ, მარია შარაპოვამ მთელი რიგი მიზეზების გამო კარგა ხნის განმავლობაში იუქმა და ის დრო უქმად არ დაუკარგავს. სადაც კი რაიმე ფოტოსტუდია იყო, დადიოდა და თამამად იღებდა სულისშემძვრელ ფოტოებს.

ახლა, მარიას მიერ ნაჩვენები სპორტული შედეგებიც ცხადყოფს, რომ რუსმა ჩოგბურთელმა თავის მთავარ საქმეს სერიოზულად მოჰკიდა ხელი და აპირებს ძველი დიდება და რეიტინგში მაღალი ადგილი დაიბრუნოს, რაც სპორტის მოყვარულებს არ გვესწავლება, რომ დიდ დროს, ენერგიას, ნერვებსა და ილაჯს მოითხოვს.

სწორედ ამ ყველაფრიდან გამომდინარე, შარაპოვას ქალმა ოფიციალურად განაცხადა, რომ ახლა ფოტოგადაღებების, “სვეცკაობისა“ და პაჭა-პუჭა რამეებისათვის არ სცხელა და ტყუილად გაირჯება ყველა, ვინც მასთან თუნდაც საინტერესო, მაგრამ არასპორტული შეთავაზებით მივა. ოღონდ მარიას ჩოგბურთში კარგად წაუვიდოდეს საქმე და გულის დარდს მისი ძველი ფოტოებითაც მოვიკლავთ. რა პრობლემაა...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.17303