ფეხბურთი

12:57 | 18.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

ჯანო ანანიძე: “ეს სპარტაკია!”

მოსკოვის “სპარტაკისა” და საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა ჯანო ანანიძემ სოციალურ ქსელში თანაგუნდელებს პოსტი მიუძღვნა და ჩემპიონთა ლიგაზე “სევილიასთან” მოპოვებული გამარჯვება (5:1) მიულოცა.

“გილოცავთ ბიჭებო! ეს სპარტაკია!”, - დაწერა ქართველმა ფეხბურთელმა ფეისბუქის პირად გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ ანანიძემ რუსეთის ჩემპიონატში “ანჟისთან” მატჩში ტრავმა მიიღო, რის გამოც ოპერაციის გადატანა მოუხდა და ამჟამად რეაბილიტაციას გადის.

რაც შეეხება მის გუნდს, “სპარტაკი” ჩემპიონთა ლიგის E ჯგუფში, სამი ტურის შემდეგ 5 ქულით, “ლივერპულთან” პირველ-მეორე ადგილებს იყოფს. 4 ქულა აქვს “სევილიას”, 1 ქულით მეოთხეა “მარიბორი”.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111175