კალათბურთი

12:01 | 18.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

“კავალერიამ” გამარჯვებით დაიწყო

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ახალი, 2017/18 წლების სეზონი დღეს “კლივლენდი” - “ბოსტონის” შეხვედრით გაიხსნა.

“კავალერიამ” მეტოქე 102:99 დაამარცხა (VIDEO). მატჩის ბოლო წამზე “ბოსტონის” ახალწველმა კაირი ირვინგმა სამქულიანი ესროლა, რათა შეხვედრა ოვერტაიმში გადაეყვანა, მაგრამ კაირის სიზუსტემ უმტყუნა.

ლებრონ ჯეიმსს 1 პასი დააკლდა სამმაგ დუბლამდე - 29 ქულა, 16 მოხსნა და 9 პასი. ბრაუნს 25 ქულა ჰქონდა. კაირი ირვინგმა სადებიუტო შეხვედრაში თავის ყოფილ გუნდთან 22 ქულა, 10 პასი და 4 მოხსნა მიითვალა.

“კავალიერსი” მომდევნო შეხვედრაში გასვლაზე “მილოუკი ბაქსს” დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.165412