კალათბურთი

21:00 | 17.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

ფაჩულიას ნბა-ს მე-15 სეზონი

ახალი 2017/18 წლის სეზონი “კლივლენდი” “ბოსტონის” შეხვედრით გაიხსნება, მატჩი თბილისის დროით 18 ოქტომბერს 04:00 საათზე დაიწყება.

მეორე შეხვედრაში ზაზა ფაჩულიას “გოლდენ სტეიტი” “ჰიუსტონ როკეტსს” დაუპირისპირდება, მატჩი თბილისის დროით 06:30 საათზე აიღებს სტარტს.

წინასწარი მონაცემების მიხედვით ზაზა სასტარტო შემადგენლობაში იქნება.

2003 წელს ფაჩულიამ კარიერა “ორლანდო მეჯიქში” დაიწყო. 2004/05 წლების სეზონი “მილოუკი ბაქსში” გაატარა. 2005/2013 წლებში ზაზა “ატლანტა ჰოუქსში” თამაშობდა, შემდეგ ორი წელი ისევ “მილოუკში” იყო, ერთი სეზონი “დალასში” და შარშან “გოლდენ სტეიტში” გადავიდა, რომლის რიგებშიც ნბა-ს ჩემპიონიც გახდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110117