ფეხბურთი

20:37 | 17.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

“ლესტერი” უმწვრთნელოდ დარჩა

ინგლისის პრემიერლიგის 2016 წლის ჩემპიონი “ლესტერი” უმწვრთნელოდ დარჩა. როგორც Daily Mail-ი იტყობინება, კრეიგ შექსპირი წარუმატებელი შედეგების გამო მთავარი მწვრთნელის პოსტიდან დათხოვილია.

53 წლის სპეციალისტისთვის ფატალური “ვესტ ბრომვიჩთან” საშინაო ფრე (1:1) აღმოჩნდა. საერთოდაც, “მელიები” პრემიერლიგაში წარუმატებლად თამაშობენ – მხოლოდ 6 ქულა რვა ტურში და გასავარდი ზონა.

კრეიგ შექსპირმა “ლესტერი” მიმდინარე წლის მარტში ჩაიბარა, როდესაც იტალიელი კლაუდიო რანიერი შეცვალა. თუმცა, პოსტი მხოლოდ 7 თვის განმავლობაში შეინარჩუნა. ჯერჯერობით უცნობია თუ ვინ ჩაიბარებს პრემიერლიგის ერთ-ერთ ყველაზე მოულოდნელ ჩემპიონს...

0.109858