ფეხბურთი

18:53 | 17.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

ზიდანი: “ტოტენჰემთან ერთგვარი ფინალი გვექნება”

მადრიდის “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა “ტოტენჰემთან” მატჩამდე კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ სახლში წაუგებელი სერიის გაგრძელება სურს.

“ჩვენ გვსურს, რომ გავაგრძელოთ საკუთარ მოედანზე წაუგებელი სერია. ახლა ახალი მიზნები გვაქვს და ამისათვის კარგი თამაში უნდა ვაჩვენოთ.

ჩვენი კონკურენტები მაღალი ხარისის ფეხბურთს თამაშობენ და ეს რთული ბარიერი უნდა გადავლახოთ. მათ წინააღმდეგ ზედიზედ 2 მატჩი უნდა ჩავატაროთ. ეს იქნება ერთგვარი ფინალი, რადგან ჩვენ თანაბარი ქულები გვაქვს. ის გაიმარჯვებს, ვისაც ფეხბურთი უფრო უყვარს.

არ ვიცი რა მოხდება მომავალში კეინთან დაკავშირებით, მხოლოდ აწმყოზე ლაპარაკი შემიძლია. “ტოტენჰემს” კეინის გარდა ბევრი კარგი მოთამაშე ჰყავს. ისინი ყოველთვის ეძებენ თავისუფალ სივრცეს და მოძრაობენ სწრაფად. ერთი სიტყვით სრულყოფილ ფეხბურთს აჩვენებენ”, - განაცხადა ზიდანმა.

“სამეფო კლუბისა” და “დეზების” დაპირისპირება დღეს, 17 ოქტომბერს, 22:45 საათზე გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115708