ფეხბურთი

15:50 | 17.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

ტიმოთი ვეა – შვილი მამის კვალზე (+VIDEO)

17-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატზე აშშ-ის ნაკრებმა 5:0 მოუგო პარაგვაის, სამი გოლი კი ტიმოთი ვეამ გაიტანა.

ტიმოთი გახლავთ ლიბერიელი ვარსკვლავის, ჟორჟ ვეას ვაჟი. ის ფრანგული პსჟ-ის 19-წლამდელთა გუნდში თამაშობს. ტიმოთი ნიუ-იორკშია დაბადებული და ორმაგი მოქალაქეობა აქვს: აშშ-ის და საფრანგეთის.

მამამისს კი წარდგენა არ სჭირდება, მაგრამ მაინც: ჟორჟ ვეა დიდებულად თამაშობდა პსჟ-სა და “მილანში”, 1995 წელს კი “ოქროს ბურთი” მოიპოვა. რამდენიმე დღის წინ ჟორჟ ვეამ ლიბერიის პრეზიდენტობაზე იყარა კენჭი, საბოლოო შედეგები ხვალ გამოცხადდება და ყველა მონაცემებით, ვეა ლიდერობს. ოფიციალური დასტურიღა დარჩა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11423