თამაშგარე

10:46 | 17.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

ლარისა რიკელმე თბილისის მერად!

სათაურმა არ შეგაცდინოთ. ჩვენც კარგად ვუწყით, რომ პარაგვაელი მკერდდალოცვილი მოდელი და პარაგვაის საფეხბურთო ნაკრების თილისმა, ლარისა რიკელმე საქართველოს მოქალაქე არაა და გიორგი გუგავა უფრო გახდება ისლამაბადის მერი - ვიდრე ლარისა თბილისისა, მაგრამ ოცნების უფლება ხომ გვაქვს?

პირველ ყოვლისა, ლარისა არ გავს ზოგიერთ პოლიტიკოსს და რასაც იძახის ასრულებს კიდეც. 2 წლის წინ კოპა ამერიკის გათამაშების დროს დაიქადნა სტადიონზე ჩემი მკერდის ცქერით ყველას დავატკბობო? შეასრულა! დაიქადნა, მთელს მსოფლიოში გავუთქვამ ჩემს მკერდსა და ქვეყანას სახელსო? შეასრულა!

ჰოდა, ასრულებს ეს ქალი დანაპირებებს და ღირსიცაა რომ მერად ავირჩიოთ. მე თქვენ გეტყვით და “ლევი“ ფულის შოვნისა გაეგება რამე და პარაგვაელ ნათესავებს დაასაქმებს მერიაში. იქნება თავისთვის კოხტად, დაგვატკბობს მისი მკერდისა და ტან-ფეხის ცქერით და თბილისის საკრებულოს ფრაქციების წევრებს ისეთ ღიმილს შეაგებებს, კაი ბიჭები არიან და ნუ იზრუნებენ თბილისზე...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.144996