ფეხბურთი

17:26 | 16.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

სპალეტი: “მილანმა” იბრძოლა, “ინტერმა” მოიგო”

იტალიური “ინტერის” მთავარმა მწვრთნელმა ლუჩიანო სპალეტიმ “მილანთან” გამარჯვების (3:2) შემდგომ კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ მშვენიერი დერბი გამოვიდა, თუმცა მათ მეტი ყურადღება და ენთუზიაზმი მართებთ მომავალში.

“ამ თამაშის მოგების შემდგომ უფრო ყურადღებით უნდა ვიყოთ. მატჩი ბოლომდე პროფესიონალურად ჩავატარეთ, თუმცა იყო საფრთხის შემცველი მომენტებიც. ეს დერბს მეტ ხიბლს სძენს.

საბოლოო ჯამში, მშვენიერი დერბი გამოვიდა ნეიტრალური მაყურებლისთვის. “მილანმა” იბრძოლა, “ინტერმა” მოიგო”.

“ნერაძური პირველ ტაიმში უკეთ გამოიყურებოდა, მეორე ტაიმში კი “მილანის” შურისძიების დრო დადგა. ჩვენ იძულებულები გავხდით უკან სიღრმეში ჩამოვსულიყავით და ჩვენივე ნახევარზე გვეკონტროლებინა ბურთი.

განსაკუთრებით შედეგიანი და გრანდიოზული იყო იკარდი. ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა მან აიღო საკუთარ თავზე. მას აქვს იმდენი თავმდაბლობა, რომ კარგად მოგისმინოს და მერე გააანალიზოს ყოველივე, რასაც თამაშის დროს იყენებს. იკარდი ჩამოყალიბებული თავდამსხმელია.

როდესაც ვინჩენცო მონტელამ თქვა, რომ მათ ჰქონდათ კარგი მეორე ტაიმი, ეს მართალია. თამაშის ანგარიში 5-ჯერ შეიცვალა, თუმცა საბოლოოდ ჩვენ გავიმარჯვეთ”, - განაცხადა სპალეტიმ.

შეგახსენებთ, რომ მე-8 ტურის შემდგომ “ინტერი” 22 ქულით მე-2 პოზიციაზეა და 2 ქულით ჩამორჩება პირველადგილოსან “ნაპოლის”. რაც შეეხება “მილანს” – 12 ქულით მე-10 ადგილზე იმყოფება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110919