ფეხბურთი

15:53 | 16.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

დავით მუჯირი “ანთალიასფორის” 19-წლამდელებშია

18 წლის ფორვარდი დავით მუჯირი თურქული “ანთალიასფორის” 19-წლამდელთა გუნდში გადავიდა. გუშინ მან თურქეთის 19-წლამდელთა ლიგაში, “ოსმანლისფორთან” შეუცვლელად ითამაშა.

ანთალიელებმა 1:0 მოიგეს და ცხრილში ლიდერობენ. ეს ქართველის სადებიუტო მატჩი იყო.

მუჯირი “საბურთალოში” გახლდათ და წლეულს ხან 19-წლამდელთა გუნდში გამოდიოდა და ხან – დუბლებში. 1999 წელს გახლავთ დაბადებული. ის საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი ნახევარმცველის, ამჟამად კი სფფ-ის გენერალური მდივნის, დავით მუჯირის ვაჟი გახლავთ.

როგორც იცით, “ანთალიასფორის” ძირითადი გუნდი თურქეთის სუპერლიგაშია. ცნობილი ფეხბურთელებიდან იქ თამაშობენ ჟერემი მენეზი, სამირ ნასრი, იოჰან ჯურუ და რაც მთავარია, 36 წლის კამერუნელი სამუელ ეტოო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117278