ფეხბურთი

15:36 | 16.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ნაკრების ამხანაგურები კვიპროსთან და ბელარუსთან

საქართველოს ეროვნული ნაკრები ნოემბერში ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. მეტოქეები კვიპროსისა და ბელარუსის ნაკრებები იქნებიან.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, ეროვნული გუნდი უეფას ერთა ლიგის მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში, კვიპროსის ნაკრებს 10 ნოემბერს, გორის თენგიზ ბურჯანაძის სტადიონზე უმასპინძლებს, ბელარუსის ნაკრების წინააღმდეგ კი 13 ნოემბერს, ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე ითამაშებს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებაში 2018 წლის სექტემბრიდან ჩაერთვება.

0.122399