ჩოგბურთი

14:44 | 16.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

შარაპოვა 60-ეულში დაბრუნდა

დიდი სლემის 5-გზის ჩემპიონი მარია შარაპოვა WTA-ის რეიტინგში წინსვლას განაგრძობს. რეიტინგის ბოლო განახლების შემდეგ რუსი ჩოგბურთელი ერთბაშად 29 პოზიციით დაწინაურდა და 57-ე ადგილზე დამკვიდრდა.

პირველი ათეული უცვლელად გამოიყურება. რეიტინგის სათავეში მყოფ სიმონა ჰალეპსა და მეორეადგილოსან გარბინიე მუგურუზას შორის განსხვავება 42 ქულაა.

1. სიმონა ჰალეპი – 6175 ქულა
2. გარბინიე მუგურუზა – 6135
3. კაროლინა პლისკოვა – 5605
4. ელინა სვიტოლინა – 5465
5. ვინუს უილიამსი – 4642
6. კაროლინა ვოზნიაცკი – 4540
7. ელენა ოსტაპენკო – 4510
8. სვეტლანა კუზნეცოვა – 3950
9. კაროლინა გარსია – 3860
10. იოჰანა კონტა – 3795
...
57. მარია შარაპოვა – 1005

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11921