ფეხბურთი

13:48 | 16.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

17-წლამდელები ევროშესარჩევისთვის იკრიბებიან

საქართველოს 17-წლამდე ასაკის ფეხბურთელთა ნაკრები 24-დან 30 ოქტომბრის ჩათვლით ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში იასპარეზებს. ჯგუფში, რომლის მატჩებსაც თბილისი უმასპინძლებს, გიორგი ნემსაძის გუნდის მეტოქეები არიან იტალიის, მონტენეგროსა და ლატვიის ნაკრებები.

ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, საქართველოს ნაკრები შესარჩევი ეტაპის წინ, დასკვნით შეკრებას 17 ოქტომბრიდან ასეთი შემადგენლობით დაიწყებს:

მეკარეები: ლუკა კუტალაძე (დინამო თბ), მამუკა ბახტაძე (საბურთალო), ლუკა ხარშილაძე (დინამო თბ);

მცველები: ცოტნე კაპანაძე (საბურთალო), დავით სამსონია (საბურთალო), ირაკლი აზაროვი (დინამო თბ), გიორგი აბზიანიძე (ტორპედო), ანზორ მექვაბიშვილი (დინამო თბ), ზურაბ ჭავჭანიძე (დინამო თბ), ზურაბ ბაქრაძე (ლოკომოტივი), ივა გელაშვილი (სპარტა, ჩეხეთი);

ნახევარმცველები: გიორგი ლომთაძე (დინამო თბ), გიორგი შალიკაშვილი (სფფ აკადემია), გიორგი გაგუა (იბერია 2010), ცოტნე ჩოთალიშვილი (საბურთალო), შოთა ნონიკაშვილი (საბურთალო) , ლუკა-სებასტიან შვარცი (კარლსრუე, გერმანია), დავით ლორთქიფანიძე (ატალანტა, იტალია), გიორგი მოისწრაფიშვილი (დინამო თბ);

თავდამსხმელები: ზურიკო დავითაშვილი (დინამო თბ), ელგუჯა ჯანგველაძე (დინამო თბ), ხვიჩა კვარაცხელია (დინამო თბ), გიორგი გულიაშვილი (საბურთალო).

ქართველი 17-წლამდელები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის პირველ მატჩს 24 ოქტომბერს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, ლატვიასთან გამართავენ, 27 ოქტომბერს მონტენეგროს შეხვდებიან, 30 ოქტომბერს კი - იტალიას. ელიტ-რაუნდის საგზურს ჯგუფის ორი საუკეთესო გუნდი მოიპოვებს.

0.105059