ფეხბურთი

11:22 | 16.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

პაპუნაშვილისა და კაკაბაძის სასტარტო

ესპანეთის ლიგა ადელანტეს მეათე ტურში ტარაგონას “ხიმნასტიკმა” სტუმრად კონკურენტი “კორდობა” გააცამტვერა – 5:1. აღნიშნულ გამარჯვებაში თავისი წვლილი ოთარ კაკაბაძემაც შეიტანა.

ქართველი მცველი ტრადიციულად, როგორც მიმდინარე სეზონში დავეჩვიეთ, ძირითად შემადგენლობაში იყო და მოედანზე 90 წუთიც გაატარა. “ხიმნასტიკმა” აღნიშნული გამარჯვებით გასავარდნ ზონას თავი დააღწია – 11 ქულა და მე-17 პოზიცია.

იქვე, “სარაგოსამ” ლიდერ “ოსასუნას” დააკარგვინა ორი მნიშვნელოვანი ქულა. “ლა რომალედაზე” ფრე დაფიქსირდა – 1:1. წინა ტურში გატანილი გოლი დაუფასდა გიორგი პაპუნაშვილს, რომელიც ამჯერად მოედანზე პირველივე წუთიდან გამოჩნდა. ქართველი 75-ე წუთზე შეცვალეს. “სარაგოსას” 13 ქულით მეათე ადგილი უკავია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.163411