კალათბურთი

11:50 | 16.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

მაიკლ დიქსონს ორმაგ დუბლამდე ერთი პასი დააკლდა

საფრანგეთის ჩემპიონატის მეხუთე ტურში წარუმატებლად ითამაშა “სტრასბურმა”, რომლის რიგებშიც საქართველოს ნაკრების კალათბურთელი მაიკლ დიქსონი გამოდის – 74:80 “ლიმოჟესთან” შეხვედრაში.

"სტრასბურში" მაიკლი ლიდერია და ამჯერადაც ერთ-ერთი გამორჩეული იყო: 34:22 წუთი, 14 ქულა, 9 შედეგიანი პასი, 3 მოხსნა და 2 ჩაჭრა. დიქსონმა ოთხიდან ორი ორქულიანი, ხუთიდან ორი სამქულიანი და ექვსიდან 4 საჯარიმო ჩააგდო.

“სტრასბურს” 5 ტურში 2 მოგება და 3 მარცხი აქვს. მაიკლი და მისი თანაგუნდელები მომდევნო ტურში 21 ოქტომბერს, “ტულონს” უმასპინძლებენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118191