კალათბურთი

10:29 | 16.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

დუდა სანაძის 7 ქულა და პირველი მარცხი სერია A-ში

იტალიის სერია A-ს მიმდინარე სეზონში პირველი მარცხი განიცადა “ფლექს პისტოიამ”. დუდა სანაძე და მისი თანაგუნდელები მესამე ტურში სტუმრად “კრემონასთან” დამარცხდნენ – 77:92.

სტუმართა სასტარტო ხუთეულში იყო დუდა სანაძე, რომელმაც საბოლოოდ 26 წუთი გაატარა პარკეტზე. ხსენებულ დროში ქართველმა ასეთი სტატისტიკა აჩვენა: 7 ქულა, 4 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა.

დუდამ ხუთიდან ერთი ორქულიანი, სამიდან ერთი სამქულიანი და ორიდან ორი საჯარიმო ჩააგდო.

“ფლექს პისტოია” სამი ტურში ორი მოგებითა და ერთი წაგებით მეექვსე ადგილზეა, ხოლო მომდევნო ტურში “აველინოს” უმასპინძლებს 22 ოქტომბერს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.10087