ფეხბურთი

2:15 | 16.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

მეგობრული დღე პრემიერლიგაში

პრემიერლიგის მერვე ტურის მეორე სათამაშო დღეს გამართული ორივე შეხვედრა ფრედ დასრულდა. “ბრაიტონმა” საკუთარ მოედანზე “ევერტონი” მიიღო და გამარჯვება ხელიდან ბოლო წუთზე გაუშვა.

მატჩის მთავარი მოვლენები უკანასკნელ ათ წუთში განვითარდა: 82-ე წუთზე კნოკერტმა სტუმართა მცველების ძალიან უყურადღებო თამაშით ისარგებლა და ანგარიში გახსნა, ხოლო 89-ე წუთზე “ევერტონმა” პენალტის დარტყმის უფლება მოიპოვა, რომელიც უეინ რუნიმ გოლად აქცია – 1:1.

ორივე კლუბს რვა-რვა ქულა აქვთ.

“საუთჰემპტონი” “სენტ მერი სთედიუმზე” “ნიუკასლს” დაუხვდა და ოთხგოლა ფრე ეთამაშა. მე-20 წუთზე ჰეიდენმა შორეული დარტყმით ანგარიში გახსნა და ტაიმი სტუმართა გამარჯვებით დასრულდა. მეორე ნახევარი კი “წმინდანებმა” აქტიურად დაიწყეს და 49-ე წუთზე მანოლო გაბიადინიმ, ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე გაათანაბრა. ორ წუთში აიოზე პერესმა კიდევ ერთხელ დააწინაურა “კაჭკაჭები”, ხოლო 75-ე წუთზე გაბიადინიმ პენალტი შეასრულა ზუსტად, დუბლი გაიფორმა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 2:2.

“საუთჰემპტონი” 9 ქულით მე-10 ადგილზეა, ხოლო “ნიუკასლი” 11 ქულით მე-9 პოზიციას იკავებს.

ბრაიტონი – ევერტონი 1:1 (0:0)

ბრაიტონი, “ფალმერ სთედიუმი”

ბრაიტონი (4-4-1-1): რაიანი, დაფი (ჰანემეიერი 73), დანკი, სალტორი, სუტნერი, სტეფენსი, პროპერი, მერჩი (იზკუერდო 73), კნოკერტი, გროსი, მურეი (ბრაუნი 85).
მწვრთნელი: კრის ჰიუტონი

ევერტონი (4-4-2): პიკფორდი, იაგიელკა, კინი, ჰოლგეიტი, ბეინსი (მირალაში 84), შნეიდერლენი, გაიე (ნიასე 69), სიგურდსონი, ვლასიჩი, კალვერტ-ლეუინი, რუნი (ტ.დევისი 90).
მწვრთნელი: რონალდ კუმანი

გოლები: 1:0 კნოკერტი (82), 1:1 რუნი (90 პენ.)
გაფრთხილებები: პროპერი, დანკი, კნოკერტი, სალტორი – მირალაში
მსაჯი: მაიკლ ოლივერი

საუთჰემპტონი – ნიუკასლი 2:2 (0:1)

საუთჰემპტონი, “სენტ მერი სთედიუმი”

საუთჰემპტონი (4-2-3-1): ფორსტერი, ვან დეიკი, იოშიდა, სოარეში, ბერტრანი, ლემინა, რომეუ (ს.დევისი 67), ტადიჩი, გაბიადინი, რედმონდი (ბუფალი 57), ლონგი (ოსტინი 82).
მწვრთნელი: რონალდ კუმანი

ნიუკასლი (4-2-3-1): ელიოტი, ლასკელესი, ლეიუნი, იედლინი, მანკილიო, ჰეიდენი, შელვი, ა.პერესი (მერინიო 63), ატსუ (მერფი 82), რიტჩი, ხოსელუ (გაილი 68).
მწვრთნელი: რაფაელ ბენიტესი

გოლები: 0:1 ჰეიდენი (20), 1:1, 2:2 გაბიადინი (49; 75 პენ.), 1:2 ა.პერესი (51)
გაფრთხილებები: გაბიადინი – იედლინი, ჰეიდენი
მსაჯი: კევინ ფრენდი

0.131412