ფეხბურთი

2:48 | 16.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

გიჟური "მადონინა" და მაურო იკარდის შოუ

გუნდები მოედანზე არ გაუყვანიათ ხავიერ ძანეტისა და პაოლო მალდინის, არც ანდრეი შევჩენკოს მარწუხებში მოუწია მარკო მატერაცის ყოფნა, არც ფრანჩეკოს ტოლდო და ნელსონ დიდა იცავდნენ კარს და არც რონალდო იდგა პაოლო მალდინის პირისპირ, მაგრამ დღეს ბევრი რამ იყო “დერბი დელა მადონინაში” – დერბი, რომელიც საბოლოოდ შოუდ იქცა და რომლის მთავარი გმირი მაურო იკარდი გამოდგა.

არგენტინელმა ფორვარდმა ძალიან ბევრი თავსატეხი გაუჩინა მოსისხლე მეტოქეს და ჰეთ-თრიქიც გაიფორმა. პირველი ტაიმი შედარებით მშვიდი გამოდგა და ერთადერთი გოლი ვიხილეთ – ანტონიო კანდრევამ მარჯვენა ფლანგი გაჭრა და იკარდიმ საგოლედ მოიქნია დაასწრო რა, მცველებს. სხვა მნიშვნელოვანი საწყის 45 წუთში არაფერი ყოფილა. ყველაზე აქტიური კანდრევა იყო და საგოლე პასამდე, ბურთი ხარიხასაც გაარტყა.

აი, მეორე ნახევარი ფანტასტიკური გამოდგა – ვინჩენცო მონტელამ უმალვე ახალგაზრდა პატრიკ კუტრონე ჩართო საქმეში და ამან “როსონერის” თამაში შეცვალა. ნომინალურმა სტუმრებმა მართლაც აქტიურად დაიწყეს. ანდრე სილვამ ძელს გაარტყა, დამატებაზე მატეო მუსაკიომ შეაგდო, მაგრამ არ ჩაითავალა – თამაშგარე იყო. სუსოს შორიდან ჰანდანოვიჩმა აჯობა. მერე, კუტრონემ დაარტყა სახიფათოდ, მცირედით ააცილა. მალევე, “მილანს” აქტიურობა დაუფასდა: სუსომ შორი დისტანციიდან უკიდურეს კუთხეში დაარტყა და სამირ ჰანდანოვიჩმა მხოლოდ თითები შეახო ბურთს. დიდი ხანი არ გასულა, მონტელას ბიჭებს დაწინაურების ჩინებული შანსი მიეცათ – ჯაკომო ბონავენტურა აგვირგვინებდა კარგ შეტევას, მაგრამ სლოვენიელმა მეკარემ დიდებული რეაქცია გამოავლინა და საკუთარი გუნდი გადაარჩინა. ვერ გაიტან, გაგიტანენო, და, ასეც მოხდა. თუმცა გოლი არ გავიდოდა, რომ ლუკას ბილიას საშინელი თამაში მოედნის ცენტრში: “ინტერმა” სწრაფი კონტრშეტევა განახორციელა და ივან პერიშიჩის გადეცამ ისევ ერთი შეხებით დაასრულა იკარდიმ – ლეონარდო ბონუჩიმ და ალესიო რომანიოლიმ არგენტინელი უმეთვალყურეოდ დატოვეს. “ნერაძურიმ” მეტოქეს მტკივნეულ მომენტში მიაყენა დარტყმა – მაშინ გაუტანა, როცა “მილანს” საუკეთესო პერიოდი ედგა თამაშში. თითქოს, ამას “როსონერი” უნდა გაეტეხა, მაგრამ ასე არ მოხდა: შეტევაზე ისევ გადავიდა “მილანი”. მაგრამ, კარგა ხანს შედეგს ვერ იღებდა. ბოლოსკენ, კი გათანაბრდა: ფაბიო ბორინიმ ჩააწოდა, კუტრონე ბურთს ასცდა, მაგრამ ბონავენტურა იქვე იდგა და შეაგდო. მართალია, ჰანდანოვიჩი ახლოს იყო მორიგ საოცარ სეივთან, მაგრამ ვერ შეძლო კარის დაცვა – 2:2.

ეს არ ყოფილა კულმინაცია: თამაშის ბოლო წუთზე “მილანი” მოედნის ცენტრში კარგავს ბურთს. უფრო კონკრეტულად, რიკარდო როდრიგესი და “ინტერის” მორიგი კონტრშეტევა. რომელსაც, ედერი აგვირგივინებდა, თუმცა შვეიცარიელმა მცველმა საოცარი ვარდნით კუთხურზე მოიგერია და საკუთარი შეცდომა გამოასწორა. მაგრამ რად გინდა, იმავე კუთხურისას როდირგესი ანტიგმირი გახდა – დანილო დ’ამბროზიო წააქცია და პენალტი: პენალტი მაურო იკარდიმ გაიტანა, ჰეთ-თრიქი შეასრულა, “ინტერს” მოაგებინა დერბი და “ინტერი” მეორე ადგილზე აღაზევა. ჰო, მაისური ლიონელ მესის სტილში ტრიბუნების წინაშე გამოფინა... სხვათა შორის, იკარდი დიეგო მილიტოს შემდეგ (რომელიც ტრიბუნაზე იყო) პირველია, ვინც “მადონინაში” ჰეთ-თრიქი გაიფორმა. მილიტომ იგივე 2012 წლის მაისში გაახერხა. “ინტერმა” 22 ქულა დააგროვა, “იუვენტუსს” გადაასწრო და “ნაპოლის” მხოლოდ ორი ქულით ჩამორჩება. აქვე გეტყვით, რომ “ნერაძურის” ასეთი მაგარი სტარტი ბოლოს 2002-2003 წლების სეზონში ჰქონდა. აი, “მილანმა” მიჯრით მესამე თამაში წააგო და ნამდვილად არ იმყოფება სახარბიელო მდგომარეობაში...

ამ მატჩის ფონზე, სხვა შეხვედრები აშკარა ჩრდილში მოექცა. პრინციპში, კვირას გამორჩეულად საინტერესო დუელი არც შედგარა...

“ფიორენტინა” – “უდინეზე” 2:1 (1:0)

ფლორენცია, “არტემიო ფრანკი”

მაყურებელი: 25 156

“ფიორენტინა” (4-2-3-1): სპორტიელო; ლაურინი, პეცელა, ასტორი, ბირაგი; ვერეტუ, ბადელი; ბენასი (ჰუგო 75), ტერო (სანჩესი 84), კიეზა (ეისერიჩი 80); სიმეონე

მწვრთნელი: სტეფანო პიოლი

“უდინეზე” (4-4-2): ბიძარი; ვიდმერი (ალი ადნანი 46), ანჯელა, ნუიტინკი, სამირი; დე პაული, ფოფანა (პერიცა 69), იანკტო, ბარაკი; ლასანია (მატოსი 46); მაქსი ლოპესი

მწვრთნელი: ლუიჯი დელ ნერი

გოლები: 1:0 ტერო (28), 2:0 ტერო (57), 2:1 სამირი (72)

გაფრთხილება: ვერეტუ (54) – სამირი (53)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 11 (8) – 7 (2) ბურთის ფლობა: 58%-42% კუთხურები: 4:4 თამაშგარე: 1:2

მსაჯი: მასიმილიანო ირატი

“ბოლონია” – “სპალი” 2:1 (1:0)

ბოლონია, “რენატო დალ არა”

მაყურებელი: 24 074

“ბოლონია” (4-3-3): მირანტე; მბაიე (ტოროსიდისი 73), გონსალესი, ჰელანდერი, მაზინა (დე მაიო 58); დონსა, პულგარი, პოლი (ტაიდერი 57); ვერდი, პალასიო, დი ფრანჩესკო

მწვრთნელი: რობერტო დონადონი

“სპალი” (3-5-2): გომისი; სალამონი, ვიკარი (მატიელო 70); ლაძარი, სკიატარელა, ვივიანი, მორა (რიცო 56), კოსტა; პალოსკი (ბორიელო 56), ანტენუჩი

მწვრთნელი: ლეონარდო სემპლიჩი

გოლები: 1:0 პოლი (30), 2:0 სალამონი (49, ა.გ), 2:1 ანტენუჩი (88)

გაფრთხილება: მაზინა (26), პულგარი (55) – ბორიელო (70), კოსტა (90)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 8 (3) – 8 (4) ბურთის ფლობა: 55%-45% კუთხურები: 2:5 თამაშგარე: 3:7

მსაჯი: მარკო გუიდა

“კალიარი” – “ჯენოა” 2:3 (0:2)

კალიარი, “სანტ ელია”

მაყურებელი: 14 218

“კალიარი” (4-3-1-2): კრანიო (რაფაელი 64); ვან დერ ვილი (ფარაგო 46), რომანია, პისაჩენე, პადოინი; იონიტა (საუ 76), ჩიგარინი, ბარელა; ჟოაო პედრო; ფარიასი, პავოლეტი

მწვრთნელი: მასიმო რასტელი

“ჯენოა” (3-5-2): პერინი; იცო, როსეტინი, ძუკანოვიჩი; როზი, რიგონი (ომეონგა 85), ველოზუ, ბერტოლაჩი (ბრლეკი 90), ლაქსალტი; ტაარაბტი (რიჩი 75), გალაბინოვი

მწვრთნელი: ივან იურიჩი

გოლები: 0:1 გალაბინოვი (8), 0:2 ტაარაბტი (35), 1:2 პავოლეტი (48), 1:3 რიგონი (75), 2:3 ჟოაო პედრო (79, პენ)

გაფრთხილება: ბარელა (20), პავოლეტი (33)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 12 (8) – 14 (11) ბურთის ფლობა: 57%-43% კუთხურები: 5:7 თამაშგარე: 0:4

მსაჯი: დავიდე მასა

“კროტონე” – “ტორინო” 2:2 (1:0)

კროტონე, “ეციო შიდა”

მაყურებელი: 9 573

“კროტონე” (4-4-2): კორდაზი; სამპრისი, ჩეკერინი, აჯეტი, მარტელა; როდენი, მანდრაგორა, ბარბერისი, სტოიანი (ფარაონი 81); ტროტა (ნალინი 54), სიმი (ბუდიმირი 90)

მწვრთნელი: დავიდე ნიკოლა

“ტორინო” (4-2-3-1): სირიგუ; დე სილვესტრი, ნ’კულუ, მორეტი, მოლინარო; რინკონი (ბოიე 81), ბაზელი; იაგო ფალკე, ლიაიჩი, ნიანგი; სადიქი

მწვრთნელი: სინიშა მიხაილოვიჩი

გოლები: 1:0 როდენი (25), 1:1 იაგო ფალკე (53), 2:1 მარტელა (64), 2:2 დე სილვესტრი (90)

გაფრთხილება: აჯეტი (52)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 6 (3) – 16 (10) ბურთის ფლობა: 39%-61% კუთხურები: 3:8 თამაშგარე: 1:1

მსაჯი: პაოლო ვალერი

“სამპდორია” – “ატალანტა” 3:1 (0:1)

გენუა, “ლუიჯი ფერარისი”

მაყურებელი: 19 672

“სამპდორია” (4-3-1-2): პუჯიონი; ბერეშინსკი, სილვესტრე, რეჯინი, სტრინიჩი; ვერე (ლინეტი 46), ტორეირა, პრატი; რამირესი (კაპრარი 46); კვალიარელა, ძაპატა (კოვნაცკი 87)

მწვრთნელი: მარკო ჯამპაოლო

“ატალანტა” (3-5-2): ბერიშა; მაზიელო, კალდარა, პალომინო; ჰატებური, კრისტანტე, დე რუნი (გომესი 60), ფროილერი, სპინაცოლა; პეტანია (კრონელიუსი 67), ილიჩიჩი (ვიდო 72)

მწვრთნელი: ჯამპიერო გასპერინი

გოლები: 0:1 კრისტანტე (21), 1:1 ძაპატა (56), 2:1 კაპრარი (59), 3:1 ლინეტი (68)

გაფრთხილება: სილვესტრე (44), კაპრარი (60), რეჯინი (85) – ფროილერი (41), ჰატებური (75), კრისტანტე (90)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 12 (11) – 17 (10) ბურთის ფლობა: 47%-53% კუთხურები: 5:6 თამაშგარე: 1:1

მსაჯი: მაურიციო მარიანი

“სასუოლო” – “კიევო” 0:0 (0:0)

რეჯიო ემილია, “მაპეი სთედიუმი”

მაყურებელი: 8 000

“სასუოლო” (4-3-3): კონსილი; გაცოლა (ლიროლა 72), კანავარო, აჩერბი, პელუზო; მისიროლი, მანიანელი (სენსი 54), დანკანი; ბერარდი, მატრი (ფალჩინელი 54), პოლიტანო

მწვრთნელი: კრისტიან ბუკი

“კიევო” (4-3-1-2): სორენტინო; ტომოვიჩი, დაინელი, გამბერინი, კაჩატორე; კასტრო, რადოვანოვიჩი, რიგონი (გარიტანო 53); ბირსა (პელისიერი 76); პუჩარელი, ინგლეზე (სტეპინსკი 68)

მწვრთნელი: როლანდო მარანი

გაფრთხილება: დანკანი (62), გაცოლა (65)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 13 (4) – 7 (4) ბურთის ფლობა: 51%-49% კუთხურები: 6:8 თამაშგარე: 5:2

მსაჯი: ჯანლუკა მანიანელო

“ინტერი” – “მილანი” 3:2 (1:0) VIDEO

მილანი, “ჯეზეპე მეაცა”

მაყურებელი: 78 328

“ინტერი” (4-2-3-1): ჰანდანოვიჩი; დ’ამბროზიო, შკრინიარი, მირანდა, ნაგატომო; ბორხა ვალერო (ედერი 85), გალიარდინი; კანდრევა (კანსელო 73), ვესინო, პერიშიჩი; იკარდი (სანტონი 90)

მწვრთნელი: ლუჩანო სპალეტი

“მილანი” (3-5-2): დონარუმა; მუსაკიო, ბონუჩი, რომანიოლი (ლოკატელი 78); ბორინი, კესი (კუტრონე 46), ბილია, ბონავენტურა, როდრიგესი; სუსო, ანდრე სილვა

მწვრთნელი: ვინჩენცო მონტელა

გოლები: 1:0 იკარდი (28), 1:1 სუსო (56), 2:1 იკარდი (63), 2:2 ბონავენტურა (81), 3:2 იკარდი (90, პენ)

გაფრთხილება: მირანდა (15), ვესინო (25), გალიარდინი (66), პერიშიჩი (79), იკარდი (90), ედერიი (90) – რომანიოლი (22), როდრიგესი (89)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 14 (9) – 16 (8) ბურთის ფლობა: 40%-60% კუთხურები: 2:7 თამაშგარე: 3:4

მსაჯი: პაოლო ტალიავენტო

ბომბარდირები: ჩირო იმმობილე (“ლაციო”) – 11 გოლი, პაულო დიბალა (“იუვენტუსი”) – 10, მაურო იკარდი (“ინტერი”) – 9, ედინ ჯეკო (“რომა”) – 7, დრის მერტენსი (“ნაპოლი”) – 7.

თეგებისერია A
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.163704