ფეხბურთი

21:30 | 15.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

ხავი მარტინესი ტრავმირებულია

მიუნხენის “ბაიერნის” ცემტრალურმა მცველმა ხავი მარტინესმა ბუნდესლიგის მე-8 ტურში ტრავმა მიიღო. “რეკორდმაისტერისა” და “ფრაიბურგის” დაპირისპირებისას, რომელიც “ბაიერნმა” 5:0 სძლია მეტოქეს, 70-ე წუთზე ესპანელი მცველი მოედნიდან გაიყვანეს.

როგორც გერმანული კლუბის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა დაწერა, 29 წლის მოთამაშეს მარჯვენა მხრის დაზიანება აქვს.

“ხავის კონსერვატიული მკურნალობა ენიშნება, ის მალე დაიწყებს სარეაბილიტაციო კურსს, თუმცა ჯერჯერობით უცნობია თუ რა დრო გაუცდება მას”, - იუწყება “ბაიერნის” ოფიციალური ვებ-გვერდი.

მიმდინარე სეზონში ესპანელმა ყველა ტურნირის ჩათვლით 7 მატჩი ჩაატარა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.105725