კალათბურთი

18:55 | 15.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

შენგელიას MVP-იმ "ბასკონიას" ვერ უშველა

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის, ლიგა ენდესას მეოთხე ტურში მარცხი განიცადა “სასკი ბასკონიამ”. თორნიკე შენგელიას გუნდი სტუმრად “ფუენლაბრდასთან” დაძაბულ ბრძოლაში გამოვიდა დამარცხებული – 75:80.

“ბასკონია” მხოლოდ დასკვნით პერიოდში მოვიდა გონს, რომელიც 13 ქულით მოიგო, მაგრამ იქამდე სოლიდური სხვაობით იყო ჩამორჩენილი და თამაში ვერ გადაარჩინა.

პარკეტზე საუკეთესო იყო ბასკთა ქართველი კაპიტანი – თორნიკემ 31:51 წუთში საკუთარ გუნდს 20 ქულა, 6 მოხსნა (2 მეტოქის ფარზე), 2 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება შესძინა.

შენგელიამ ცხრიდან 6 ორქულიანი, სამიდან ერთი სამქულიანი და ცხრიდან 5 საჯარიმო ჩააგდო. ჩვენებური არათუ საკუთარი გუნდის, არამედ მთლიანად ყველაზე შედეგიანი მოთამაშე იყო. ასევე, ყველას აჯობა მარგი ქმედების კოეფიციენტის მაჩვენებლითაც – 24. შეხვედრის MVP სწორედ თორნიკე შენგელია გახდა.

“ბასკონიამ” ლიგა ენდესაში ძალზე წარუმატებელი სტარტი აიღო: 1 მოგების წილ 3 მარცხი აქვს და მე-14 ადგილზეა. ბასკები ესპანეთის ჩემპიონატში მომდევნო მატჩს 22 ოქტომბერს, “გიპუზკოასთან” შინ ჩაატარებს. იქამდე კი, ევროლიგაშიც გამართვას მეორე ტურის მატჩს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116607