კალათბურთი

17:47 | 15.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ცინცაძის 18-მა ქულამ "პოლიტეხნიკას" ვერ უშველა

გიორგი ცინცაძემ კვლავ წარმატებულად ითამაშა, თუმცა მისი გუნდი რუმინეთის ჩემპიონატში კვლავ დამარცხდა. „პოლიტეხნიკა“ ამჯერად ქალაქ გალაცის „ფენიქსს“ ესტუმრა და 9 ქულით - 70:79 დამარცხდა.

ცინცაძემ კვლავ კაპიტნის სამკლავურით ითამაშა და მოედანზე გატარებულ 36:44 წუთში 18 ქულა, 5 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა. გიორგიმ 4-ვე ორქულიანი, 6-დან 2 სამქულიანი და 6-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 3-ჯერ დაკარგა, 3 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 4-ჯერ დაჯარიმდნენ.

“პოლიტექნიკა” სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილზე იმყოფება, მომდევნო მატჩს კი 21 ოქტომბერს, ისევ სტუმრად, “ორადეას” წინააღმდეგ გამართავს.

gbf.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11265