ჩოგბურთი

12:35 | 15.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

შარაპოვამ 2015 წლის შემდეგ პირველი ტურნირი მოიგო

მარია შარაპოვამ ტიანცზინის ტურნირის ფინალში არინა საბალენკა 7:5, 7:6 დაამარცხა და 2015 წლის შემდეგ პირველად გაიმარჯვა WTA-ს ტურნირზე. პირველი სეტში ბელარუსი ჩოგბურთელი სამჯერ დაბრეიკდა, ხოლო რუსი - ორჯერ. მაყურებლებმა მეორე სეტში 3-3 ბრეიკი იხილეს, ტაიბრეიკზე კი საბოლოოდ შარაპოვამ იყოჩაღა.

მარიამ ბოლოს 2015 წელს ბრისბენის ტურნირზე იმარჯვა, ფინალში კი ამავე წლის ავსტრალიის ღია ჩემპიონატზე გავიდა. 2016 წელს ორგანიზმში აღმოჩენილი აკრძალული პრეპარატის გამო მიღებული დისკვალიფიკაციის შემდეგ, მარიამ მძიმე პერიოდი გადალახა და ტიანცზინის ტურნირი მოიგო.

შარაპოვამ აღნიშნული გამარჯვებით 280 ქულა გამოიმუშავა და რეიტინგში 57-ე ადგილამდე დაწინაურდა. ბელარუსმა კი 178 ქულა მიიღო და 76-ე პოზიციაზეა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.13503