ჩოგბურთი

11:16 | 15.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

ბასილაშვილი ევროპის ღია ტურნირის პირველ წრეში ბენეტოს შეხვდება

საქართველოს ნომერ პირველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ანტვერპენში გასამართ ევროპის ღია ტურნირის პირველ წრეში ჟულიენ ბენეტოს შეხვდება. მატჩი 16 ოქტომბერს დილის 12:00 საათზე დაიწყება და შესაძლოა დრო შეიცვალოს.

ფრანგი და ქართველი ჩოგბურთელები აქამდე არ შეხვედრილან. ბენეტო რეიტინგში 96-ე პოზიციაზეა, ნიკოლოზი კი - 59-ზე. გასულ წელს ბასილაშვილმა ამავე ტურნირზე მონაწილეობა მიიღო, თუმცა საკვალიფიკაციო ეტაპის პირველივე მატჩში რუს ალექსეი ვატუნინთან 3:6, 4:6 დამარცხდა.

ევროპის ღია ტურნირის საპრიზო ფონდი 589,185 ევროა. მოქმედი ჩემპიონი რიშარ გასკეა, რომელიც წელს ანტვერპენში არ ითამაშებს. პირველ ნომრად დავიდ გოფინია განთესილი, ხოლო მეორე ნომრად - ჟო-ვილფრიდ ცონგა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112103