სხვა

19:14 | 14.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

აშშ-ს ოლიმპიური კომიტეტი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაუყოვნებლივ ამოქმედებას ითხოვს

ამერიკის ოლიმპიური კომიტეტის (USOC) აღმასრულებელმა დირექტორმა სკოტ ბლეკმუნმა საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს მოქმედებისკენ მოუწოდა და რუსეთის წინააღმდეგ დოპინგის საქმეში არსებულ მტკიცებულებებზე დაუყოვნებლივ რეაგირება მოითხოვა.

„სამწუხაროა, რომ მაკლარენის კომისიის დასკვნას აქამდე არ მოჰყვა სათანადო რეაგირება. ვფიქრობ, ახლა მოქმედების დრო დადგა. ჩემი აზრით, სოკ-ი მაკლარენის დასკვნას სწავლობს სერიოზულად და კეთილსინდისიერად. მე მჯერა მათი განცხადებების, რომ დამრღვევები დაისჯებიან საკადრისად. მაგრამ რაღაც მომენტში სამართლიანობის გაჭიანურებას მასზე უარის თქმამდე მივყავართ და ჩვენ სწრაფად ვუახლოვდებით ამ ეტაპს," - განაცხადა ბლეკმუნმა, რომელმაც სოკ-ს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაუყოვნებლივ ამოქმედება მოსთხოვა.

შეგახსენებთ, რომ მაკლარენის კომისიის ანგარიში 2016 წელს გამოქვეყნდა. მასში ნათქვამია, რომ სხვადასხვა შეჯიბრებებზე, სპორტის 30 სახეობაში, ათასზე მეტი რუსი სპორტსმენი იყენებდა დოპინგს. გარდა ამისა, ანგარიშში ნათქვამია, რომ რუსეთში დოპინგ-სინჯების მანიპულირებიაში ჩართული იყო სახელმწიფო სისტემა. მაკლარენის კომისიის ამ ბრალდებას რუსეთი უარყოფს.

ამ დროისთვის სოკ-ის ორი სპეციალური კომისია მაკლარენის დასკვნაში არსებულ მასალებს სწავლობს. მათ წლის ბოლომდე უნდა გამოაქვეყნონ საბოლოო დასკვნა, რომელსაც სპორტული სამყარო მოუთმენლად ელის.

www.geonoc.org.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116937