ფეხბურთი

19:12 | 14.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

ბელოტის ბედი თითქმის გადაწყვეტილია

“ტორინოს” თავდამსხმელი ანდრეა ბელოტი “ხარებთან” ახალ კონტრაქტს გააფორმებს. მიუხედავად იმისა, რომ ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში ახალგაზრდა იტალიელით მრავალი კლუბი იყო დაინტერესებული, პოტენციურმა მყიდველებმა მასში 100 მილიონი ევროს გადახდა არ ინდომეს.

ყოველივე ამის შემდგომ “ხარების” ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, რომ 24 წლის მოთამაშესთან ახალი კონტრაქტი გააფორმოს. ხელშეკრულება ძალაში 2021 წლამდე იქნება და ბელოტის სატრანსფერო ღირებულებაც იგივე დარჩება. შეიცვლება მხოლოდ ხელფასი და იტალიელი წელიწადში 2-ჯერ მეტფულს- 2 მილიონ ევროს და ბონუსებს მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ სატრანსფერო პერიოდშიბელოტის მიმართ ყველაზე დიდ ინტერესს იტალიური “მილანი” იჩენდა, თუმცა გარიგება არ შედგა.

0.116275