ფეხბურთი

18:57 | 14.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

ბეილი “ტოტენჰემთან” გამოირიცხა

მადრიდის “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა უელსელი გარემარბის, გარეთ ბეილის შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ ის თავის ყოფილ გუნდს ვერ დაუპირისპირდება.

ადრე ესპანური მედია წერდა, რომ ბეილის ტრავმა არ აღმოჩნდაიმდენად სერიოზული, როგორც მოსალოდნელი იყო, და მედიკოსები მას “ტოტენჰემთან” მოედანზე დაბრუნებას უწინასწარმეტყველებდნენ, თუმცა, როგორც ირკვევა, თამაშის ყველა შესაძლებლობა გამოირიცხა.

“გარეთს ჯანმრთელობასთან დაკავშირებულიერთდროულად ორი პრობლემა აქვს. პირველი - ტრავმა, რომელიც “დორტმუნდთან” დაპირისპირების დროს მიიღო, და მეორე - უფრო სერიოზული დაზიანება, რომელიც შემდეგ განვითარდა.

ვერ ვიტყვი, რომ ის დაბრუნდება უახლოეს მატჩში. შესაძლოა, აღდგენას კიდევ 10 დღე დასჭირდეს. იმედია, რომ მალე დაბრუნდება და ისევე ითამაშებს, როგორც “დორტმუნდთან”, - განაცხადა ზიდანმა.

28 წლის მოთამაშეს, შესაძლოა, “ტოტენჰემთან” არა ერთი, არამედ ორივე დაპირისპირება გაუცდეს - როგორც მადრიდში, ისე ლონდონშიც.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115696