ფეხბურთი

18:55 | 14.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

“მილანს” ახალი ტექნიკური სპონსორი ჰყავს

იტალიურ “მილანს” ახალი ტექნიკური სპონსორი ჰყავს. “როსონერი” “ადიდასთან” კონტრაქტის გაწყვეტის შემდეგ მოლაპარაკებას “პუმასთან”მარტავს, რომელიც მომავალ სეზონში კლუბს ყველა სპორტული აღჭურვილობით უზრუნველყოფს.

Calciomercato-ს ინფორმაციით, “შავ-წითლები” “ადიდადსთან" მოქმედ კონტრაქტს 1 ივლისამდე შეინარჩუნებენ და აღნიშნული თარიღიდან გერმანულ კომპანიასთან თანამშრომლობას გაწყვეტენ.

“პუმასთან” შეთანხმება “მილანს” წელიწადში დამატებით 10-15 მილიონ ევროს მოუტანს. ეს თანხა მცირეა “ადიდასის” პარტნიორ კლუბებთან შედარებით. მაგალითისთვის,“მანჩესტერ იუნაიტედი” გერმანული კომპანიისგან წელიწადში დაახლოებით 89 მილიონ ევროს იღებს.

მიმდინარე სეზონის მონაცემებით კი “მილანი” წლიური შემოსავლით ევროპაში მე-14 ადგილზე იმყოფება.

შეგახსენებთ, რომ იტალიური გრანდისა და “ადიდასის” თანამშრომლობა 20 წელი გრძელდებოდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.108114